ვირჯინიის შტატში ავიაკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში ავიაკატასტროფა მოხდა. შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა.
ქალაქ ფრიდრიხსბურგის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი ხეებს შეეჯახა. დაღუპულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარის გამოძიება სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ და სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნულმა კომისიამ დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები