ტაილანდში აფეთქებები მოხდა – არის მსხვერპლი

ტაილანდში, საკურორტო ქალაქ ჰუა-ჰინში ორი ბომბის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც უცხოური მედია ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია 10 ადამიანი, მათ შორის უცხოელი ტურისტები.
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მცენარის ქოთნებში იყო ჩამონტაჟებული; ბომბების ამოქმედება დისტანციურად, მობილური ტელეფონების გამოყენებით მოხდა.
მსგავსი თავდასხმები ტაილანდის საკურორტო ზონებში იშვიათია.
სანაპირო ქალაქი ჰუა-ჰინი განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებში სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები