12 აგვისტო

09:30
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველო-ტური გამართება, რომელიც სტარტს „მზიურის“ პარკიდან აიღებს და რუსთაველის გამზირის გავლით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროსთან დასრულდება. მარათონში მინისტრი გიგლა აგულაშვილი მონაწილეობას სამინისტროს ახალგაზრდა თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მიიღებს.

10:00
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, 14-29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.

10:30
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორში სოსო ვახტანგაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეფერენდუმი; „საკონსტიტუციო სკანდალი“; გორის მაჟორიტარები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
“პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრეზიდენტის გადაწყვეტილების ანალიზი რეფერენდუმის საკითხზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელ გზას დაათვალიერებს. მისამართი: კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, კოჯრის სამხედრო ბაზასთან. საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხიკვიშვილი 577 555 488

11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში გედევან ფოფხაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:30
“პირველის პრესკლუბში” “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “მწვანეთა პარტიის” არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ორგანიზაცია წარმოადგენს იმ საჩივარს, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” შიდა ქართლიდან დევნილი 11 მოქალაქის სახელით სტრასბურგის სასამართლოში წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ. მის: აღმაშენებლის გამზირი 61

12:00
“პირველის პრესკლუბში” სს “ველსის” ხელმძღვანელი დიმიტრი სუკიასოვი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: ე.წ “პირამიდის” სისტემა; ორგანიზაციის მოთხოვნა ა/ო “ბანკებისა და ფინანსების” მიმართ, ჩაატარონ სს “ველსის” საქმიანობის კვლევა; მედიის პასუხისმგებლობა და ჟურნალისტ ირაკლი ორაგველიძის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები