11 აგვისტო
11:00
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, თადარიგის გენერალ მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის თანამშრომლები პატივს მიაგებენ 2008 წლის ომში დაღუპულ შინდისელ გმირებს. მისამართი: სოფელი შინდისი. საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 599 50 83 55
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია კრწანისის რაიონში მშენებარე საბავშვო ბაღს დაათვალიერებს. მის: კრწანისის ქ.N21. საკონტაქტო პირი: თაკო კვირტია 577 17 30 04
11:00
სოფელ შინდისში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც ქ. გორში გიორგი აბარამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გამართავს შეხვედრას სამხედრო ექიმის დღესთან დაკავშირებით. მისამართი: ქ. გორი, ი. ჭავჭავაძის 56, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალი.
11:00
ბლოკის – „ახალი არჩევანი“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეფერენდუმი; „საკონსტიტუციო სკანდალი“; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა №14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
“პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველები: გრიგოლ გაგნიძე და მამუკა ტუსკაძე რეფერენდუმის და მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდება. მისამართი: უზნაძის N 52, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
12:00
ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის. ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული კი ელექტრონული რეცეპტის პირველი ფაზის ამოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრებს. მისამართი: აკ. წერეთლის 144
12:00
„პირველის“ პრესკლუბში ბიზნესმენები, კომპანია „სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებლები: ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი, ასევე მათი ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შპს „სენტა პეტროლიუმსა“ და დავით კეზერაშვილს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საეჭვო დასკვნა და სასამართლოს გადაწყვეტილებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიგა გიორგაძის მონაწილეობით, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მოსახლეობისთვის „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62–64; საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე 599 29 12 02
13:00
ბათუმში დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრება. მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N62-64