პრემიერი: ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს, რეგიონული ცენტრი, როგორიც არის დავოსი შვეიცარიაში (ფოტოკოლაჟი)

ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა – დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი – სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს.
ატრაქციონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პირადადაც გამოსცადა.
“ბაკურიანში არის სერიოზული ბუმი განვითარების, სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევის შედეგად ჩვენ გავაკეთეთ პარტნიორობის მოდელები კერძო სექტორთან. ვითარდება კოხტა-მიტარბის მიმართულება ძალიან სერიოზულად. კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს სრულდება და წელს სეზონისთვის იქნება დასრულებული. ეს მთლიანად ერთ კომპლექსად იკვრება შემაერთებელი საბაგიროს მეშვეობით და კეთდება მართლაც უნიკალური, ძალიან ლამაზ ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ეს განხორციელდა სწორედ იმ სწორი პარტნიორული მოდელის შედეგად, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. კერძო სექტორი აშენებს იქ განვითარების გეგმის მიხედვით ახალ სასტუმროებს, შენდება გასართობი ცენტრები, შენდება შოპინგისთვის სპეციალური ნაგებობები, რომ ტურისტებს შეეძლოთ გართობა. ასევე დიდველზე დამონტაჟდა სამთო ციგა, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ატრაქციონი იქნება. თქვენ ნახეთ ალბათ უკვე რამხელა დაინტერესებაა ტურისტებში. ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ ადგილობრივმა ოჯახურმა სასტუმროებმა და მცირე საწარმოებმა მეტი შემოსავალი ნახონ და რა თქმა უნდა ეს იქნება ტურიზმისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მოიბამს ბორჯომის სასტუმროებსაც, იმიტომ, რომ ბორჯომის სასტუმროებიდან დანიშნული იქნება უფასო შატლი-ავტობუსი, რომელიც ამოიყვანს ტურისტებს, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე,” – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ასევე იგეგმება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, რომლის პროექტირებას ახორციელებენ ფრანგი ექსპერტები, რაც წლის ბოლომდე დასრულდება.
“მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი განვითარება მიმდინარეობს და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს , როგორც რეგიონული საკონფერენციო ცენტრი, როგორიც ეს არის დავოსი შვეიცარიაში და მას ამისი ყველანაირი პოტენციალი გააჩნია”- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას – 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 3 000 000 ლარია.

13958070_314611532217211_8360255335653663844_o    13902629_314611485550549_7920980478434428889_n  13900224_314611488883882_3792073394499496865_n    13882527_314611482217216_741353915750810505_n
13906895_314599415551756_6126530815683357549_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები