მანანა კობახიძე: პრეზიდენტი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე.
როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით შევიდა პარლამენტში კონსტიტუციური კანონპროექტი.
„ჩვენ აუცილებლად მოვალთ დამაჯერებელი უმრავლესობით, რათა შევძლოთ კონსტიტუციური კვორუმი მობილიზება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვტილებას, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრის შესახებ რეფერნდუმი არ ჩატრდება, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი არ ჩატარდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა მიერ წარდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღება იკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები