უბედური შემთხვევა სამტრედიაში – მდინარე გუბისწყალში ორი ძმა დაიხრჩო

სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე გუბისწყალში, ადგილობრივი მცხოვრები ორი ძმა დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მდინარეში საბანაოდ შესული ერთი ძმა იხრჩობოდა და მეორე ძმა წყალში მის საშველად შევიდა. მდინარიდან გამოსვლა ვერც ერთმა მათგანმა ვეღარ მოახერხა. გარდაცვლილები 18 და 21 წლისები არიან. ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები