10 აგვისტო
10:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
10:00 ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად, შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს
11:00 – საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ზაზა გაბუნიასთან ერთად, ჩარგლის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩების კვეთა. საკონტაქტო პირი: თამუნა ხომერიკი 595 09 31 43
11:30 საათზე – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სააფთიაქო ნარკომანია და არსებული ვითარება; ჯანდაცვის მინისტრის გაფრთხილება სააფთიაქო ბიზნესის წარმომადგენლებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30 –“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რეფერენდუმი, რომელიც სამოქალაქო ქორწინების საკითხს ეხება; პარლამენტში შეტანილი ახალი ინიციატივა უბლოკო სტატუსის შესახებ; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდება. მისამართი: უზნაძის N 52, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო