თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ქვეითად მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცოხლის მოსპობა გამოიწვია.