რუსთავში საცხოვრებელი ბინა დაიწვა

რუსთავში საცხოვრებელი სახლის მე-8 სართული დაიწვა.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი 30 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადის მანქანა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ხანძრის შედეგად ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები