9 აგვისტო

11:00
ჯანდაცვის პრესკლუბში პოლიტიკური მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერები ირაკლი ყიფიანი და გიორგი პაპავა ეკონომიკური პროგრამის ჯანდაცვისა და სოციალური ნაწილის პრეზენტაციას გამართავენ. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვის სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). საკონტაქტო პირი: ნათია ნარმანია 568 27 24 24
11:00
თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების სივრცის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ჟ. შარტავას 7. საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51

11:00

“ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი და ილია კანდელაკი არასწორად დამონტაჟებულ საგზაო ნიშნებზე, ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება (ე.წ.შავი წერტილები) ვიდეო-პრეზენტაციას გამართავენ. მისამართი: ჭავჭავაძის 34, პიქსელის შენობა, მეორე სართული.

11:00

“პირველის პრესკლუბში” “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: აგვისტოს ომი და გამოძიება, პუტინის და ერდოღანის შეხვედრა, ახალი პოლიტიკური ბლოკის გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
საგამოფენო ცენტრის “ექსპოჯორჯიას” მე-3 პავილიონში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი რთველი-2016-ის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდებიან. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება და მეღვინეობის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87; ციცია მამულაშვილი 599 24 83 82

11:00
“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ბრიფინგი გაიმართება. მის: ჭავჭავაძის #7

11:00
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11:30
“პირველის პრესკლუბში” საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრეზიდენტთან დაგეგმილი საგანგებო შეხვედრა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რომელიც სამოქალაქო ქორწინების საკითხს ეხება; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმართვა პარლამენტს, ვეტერენთა სახელმწიფო სამსახურის საბიუჯეტო თანხები შეამოწმოს აუდიტის სამსახურმა. მოთხოვნას ხვალვე ოფიციალურად შეიტანს პარლამენტში; დაანონსდება 10 აგვისტოს სამგორში დაგეგმილი მასშტაბური პრეზენტაცია „ხრუშჩოვკებთან“ დაკავშირებით. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

12:00
“პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: სამშენებლო სექტორში გაზრდილი ადგილობრივი ინვესტიციების წილი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე საზოგადოებას 2016 წლის 8 ივნისიდან 8 ივლისამდე საანგარიშო პერიოდის საერთო მაუწყებლების მონიტორინგის შედეგებს გააცნობს. მის: ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18

13:00
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, მოძრავ ამბულატორიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორ ეკიპაჟს განათავსებენ. საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე 599 12 00 09

13:00

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მოძრავი ამბულატორია განთავსდება. ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა ჩავლენ. ასევე დაემატება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი. მის: ანაკლია, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია. საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე – 599120009

13:00
“პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში “დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო“, ადვოკატი მაია დონაძე და დიანა გვიშიანი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ოჯახური კონფლიქტის გამო, შეიარაღებული დაპირისპირება წალკის რაიონში,რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და ერთი ადამიანის მძიმედ დაჭრა მოჰყვა.

13:00
„ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი, სოციალურად დაუცველ ქალბატონს შეხვდება, რომელსაც 1000 ქულა აქვს, თუმცა მისი განაცხადი დედაქალაქის მერიამ რამდენჯერმე უყურადღებოდ დატოვა. მის: დიდი დიღომი, თავდადებულის ქუჩა, კორპუსი #22, სად. #1, სართული 1. საკონტაქტო პირი: თამარ ჯინჭარაძე – 551662525

19:00
არასამთავრობო სექტორი ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე ტენდერთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. თემა: ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე კორუფციული გარიგებები ნოდარ ჯავახიშვილსა და კომპანია “Ludwg Pfeiffer Hook-und Tiefbau GmbH&Co.Kg”- ს შორის. საკონტაქტო პირი: ლევან შალამბერიძე 577 46 47 44

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები