კახეთში მომხდარ ავარიას 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მოხდა 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „კვირას“ შსს -ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
მოკვლევას კახეთის საპატრულო პოლიცია აწარმოებს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ჟიგულის” მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რა დროსაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული მეორე პიროვნება, ამ დროისთვის, გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები