ადვოკატი: სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მსჯავრდებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ პატიმრები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვეების განმავლობაში ელოდებიან.
“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მსჯავრდადებული პირი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმრო დაწესებულებაში ელოდება. იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული განმარტებები გააკეთა, რომლის საფუძველზეც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების ბრალდების საქმეებზე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება შეაფასა, როგორც წამების ტოლფასი. შესაბამისად, ეს დაედო საფუძვლად, რომ სასამართლოების შემდგომი გადაწყვეტილებები უფრო ჰუმანური ყოფილიყო მსგავსი ბრალდების საქმეებზე. მაგრამ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამგვარ განმარტებას გააკეთებდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბევრი მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს“,-აცხადებს გაგი მოსიაშვილი. მისივე თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა გამომშრალ მარიხუანაზე, ნედლი მარიხუანის 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენის საკითხი ღიად დარჩა.
„როგორც ირკვევა,  საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლის მოლოდინში ადვოკატმა აპელაციას მიმართა. მან კი უთხრა, საკონსტიტუციომ სასამართლომ მხოლოდ გამომშრალ მარიხუანაზე იმსჯელაო… გაასაჩივრეს უზენაესში, იქ კი 6 თვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ წარდგინებით საქმე საკონსტიტუციოში გადაეგზავნათ. ამასობაში კი უკვე 9 თვე გავიდა…“-წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები