ირაკლი სესიაშვილი: ისინი ვინც მუნდირს ატარებდნენ, პოლიტიკურ პროცესებში არიან გამოყენებულნი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტზე ტრისტან წითელაშვილის შესვლის საკითხზე გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც მუნდირს ატარებდნენ, პოლიტიკურ პროცესებში არიან გამოყენებული.

„გული მწყდება, რომ სამხედრო მუნდირის შესაბამისი პატივისცემა არ ხდება და სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც მუნდირს ატარებდნენ, პოლიტიკურ პროცესებში არიან გამოყენებული, რაც ერთგვარ ცუდ ფონს ქმნის ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის. პოლიტიკურ პროცესებში მოქმედი თუ ყოფილი სამხედროები არ უნდა ერეოდნენ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია რეჟიმის დარღვევაზე და ხელისუფლებამ ამ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა.
„ხელისუფლებამ ამ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა. და პროკურატურა ჩართულია პროცესში. ცხადია, მე გარკვეული ინფორმაცია მაქვს, თუ რასთან გვქონდა საქმე და აქ რაიმე მნიშვნელოვან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია”, – თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები