“თუ ნატო საქართველოს ალიანსში ჩათრევის ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი შესაბამისი ზომებით უპასუხებს”

თუ ნატო საქართველოს ალიანსში ჩათრევის პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი შესაბამისი ზომებით უპასუხებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ნატო-ს მიერ თბილისის “ჩათრევის” მცდელობის ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები