დავით უსუფაშვილი: 8 წლის შემდეგ ის ტრაგედია და ტკივილი ალბათ 8-ჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება

„8 წლის შემდეგ ის ტრაგედია და ტკივილი ალბათ 8-ჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა საფლავებს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.
„8 წლის შემდეგ ის ტრაგედია და ტკივილი ალბათ 8-ჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება, იმიტომ, რომ არ არის გაცემული პასუხები იმ უბედურებაზე, რაც მოხდა. საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად მომხდარს ადეკვატური პასუხი გასცეს, მაგრამ სასიხარულოა, რომ ქართველი ხალხია ერთ მუშტად შეკრული და საკუთარი მომავლის დასაცავად კიდევ უფრო მეტად არის მომზადებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველო და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ნატო-ში ინტეგრაცია.
„ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს სამხედრო ძალების და ნატო-ს მეშვეობით ვერ და არ დავიბრუნებთ, მაგრამ დანარჩენ საქართველოს ნაწილს ჩვენი მოკავშირეების გარეშე ვერ დავიცავთ. ამიტომ არის აუცილებელი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი ქვეყანა, რაც შეიძლება იყოს დაცული, რაც შეიძლება მალე ჩვენ აღარ გვქონდეს განცდა იმის, რომ კვლავ აღმოვჩნდეთ მარტო აგრესორთან დაპირისპირებაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები