თეა წულუკიანი: დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარია საქართველოში ეთნიკური წმენდა

ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდა ეთნიკური წმენდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
“ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ქვეყანა არ იქნება დეოკუპირებული, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარია საქართველოში ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. მინდა, ყველას მივუსამძიმრო და მადლობა ვუთხრა იმ მშობლებს, ვინც გმირები გაუზარდა ჩვენს ქვეყანას”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები