პრემიერი ხვალ სამცხე-ჯავახეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება.
ხვალ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სამცხე-ჯავახეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ახალციხედან სიტყვით მიმართავს და კანდიდატებს წარუდგენს.პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე გაიმართება.  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დასახელებული ჰყავს იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები