უშბაზე დაღუპულთა შორის: რუსეთის და ისრაელის მოქალაქეები არიან

მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ უშბაზე ოთხი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა.
“კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ორი ისრაელის და ორი რუსეთის მოქალაქეა.
როგორც „კვირას“ შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, მაშველებმა ოთხი ცხედარი დღეს, გამთენიისას იპოვეს.
უწყების ინფორმაციით, დაკარგული ტურისტების შესახებ ინფორმაცია გუშინ ნაშუადღევს შევიდა. თავდაპირველად, ძებნის ოპერაციას ადგილობრივი მაშველები ახორციელერბდნენ, თუმცა რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სამმართველოს მაშველებიც ჩაერთვნენ. უშბაზე დამატებითი ვერტმფრენი გაფრინდა, რომლითაც გარდაცვლილებს გადმოასვენებენ.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად გარდაცვლილითა იდენტიფიკაცია მიმდინარეობს, რათა ცხედრები სვანეთიდან თბილისში გადმოასვენონ.
შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები