მეცნიერებმა ფულის დაზოგვის საუკეთესო მეთოდი აღმოაჩინეს
იმპულსური გადაწყვეტილებები – ფინანსური კრახისკენ მიმავალი გზაა. იმისთვის, რომ ადამიანმა ეს არ დაუშვას, აუცილებელია მომავალზე კონცენტრირება. ამის შესახებ ამერიკელი ფსიქოლოგების დასკვნაში წერია, რომელიც მათ აშშ-ის ფსიქოლოგიის ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.
ინფორმაციას გამოცემა EurekAlert -ი აქვეყნებს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ ადამიანი წარმოიდგენს მომავლის ცოცხალ და დეტალურ სურათს, ის უფრო გააზრებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიღებს“ , – აცხადებს ეკონომისტი სარა ნიუკომი.
მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ იმპულსურ გადაწყვეტილებებს ხშირ შემთხვევაში დაბალი ეკონომიკური განათლების მქონე პირები იღებენ.