სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს რუსთავში ორ მუშას დენმა დაარტყა – მათი მდგომარეობა მძიმეა

რუსთავში, სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, ორ მუშას დენმა დაარტყა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები ელექტროტრამვებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსა და კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები