5 აგვისტო
10:00
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, სახელმწიფოსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–13 კმ, დარბაზი №36, მე–6 სართული. საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე, 599 29 12 02
10:30
NEW
ოქროყანაში, ტექნოპარკში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამა „Startup საქართველოს“ ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაააცნობენ.
11:00
საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში, ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიშს წარუდგენს. მის: მოსაშვილის 24, მეორე სართული
11:00
NEW
საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები საქალაქო სასამართლოში, გენერალური აუდიტორის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ.
11:00
NEW
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
NEW
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნები; საარჩევნო გარემო; საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური თემები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პირადი ცხოვრების გავრცელების საქმეზე, ჯამალაშვილის, ფხალაძის, ჩატოიანისა და ხაჭაპურიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა დახურულია.
15:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო ყანჩაველი გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას, სასამართლო დავაზე: ”ცესკოს”, ჯონდი ბაღათურიასა და ”რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს შორის” დავის საგანი: რეფერენდუმი საქართველოს ”ნატოში” გაწევრიანების შესახებ. მის: თბილისის საქალაქო სასამართლო, მე-6 სართული, დარბაზი N 39