ფეისბუქმა ჟურნალისტებს საიდუმლო ლაბორატორია დაათვალიერებინა (ფოტოკოლაჟი)

კომპანია ფეისბუქმა ჟურნალისტებს თავისი საიდუმლო ლაბორატორია – Area 404 დაათვალიერებინა. ეს დახურული ზონაა, სადაც მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელის ინჟინრები მომავლის ტექნოლოგიებზე მუშაობენ. სწორედ აქ მიმდინარეობს მზის ენერგიაზე მომუშავე უპილოტო საფრენი აპარატების, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების, ლაზერის მეშვეობით ინტერნეტის გადაცემის და ახალი თაობის სერვერების გამოცდა. გამოცემა TechCrunch-ის ინფორმაციით, ზოგიერთი გამოგონება მკაცრად არის გასაიდუმლოებული და იქ კომპანიის გენერალურ დირექტორს – მარკ ცუკერბეგრგსაც კი არ უშვებენ.
Area 404-ი ერთი ნაწილი ელექტროტექნიკის გამოსაცდელად არის განკუთვნილი, ხოლო მეორე ნაწილში ლითონის, ხის, ქვის და შუშის დამუშავება ხდება, რაც მოკლე დროში მომავალი მოწყობილობების პროტოტიპების შექმნის საშუალებას იძლევა.
13900454_10206511435896278_574926167_n (1) 13553253_10206511435656272_1592155008_n 13942496_10206511436136284_1871665354_n 13933530_10206511435856277_850968489_n 13884356_10206511436056282_6738589_n 13900520_10206511435976280_831338232_n 13900760_10206511435816276_821405019_n 13900428_10206511435936279_654720313_n 13883873_10206511436096283_2144722169_n 13900454_10206511435896278_574926167_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები