4 აგვისტო

09:10
სასტუმრო “Rooms Hotel”-ში გაიმართება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ეკონომისტები – დანი როდრიკი (ჰარვარდის უნივერსიტეტი) და ჩარლზ სეიბელი (ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტი). ფორუმის მონაწილეებს მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ფორუმს გახსნის საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მის: თბილისი, კოსტავას 14
10:00
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თბილისის ,,ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრის“ ბენეფიციარებს მოინახულებს. მისამართი: ვარკეთილი 3; მე-2 მიკრო რაიონი, მე-20 კორპუსი (ყოფილი 180-ე საბავშვო ბაღის შენობა). საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე 599 27 06 46
11:00
ექსპერტი პოლიტიკურ და საერთაშორისო საკითხებში დემურ გიორხელიძე მიმდინარე პოლიტიკურ, საარჩევნო და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს და ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილებების შესახებ სიახლეებსა და დამატებით ინფორმაციას წარმოადგენს. მისამართი: წერეთლის გამზირი #144, თბილისი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე 599 12 00 09

13:00
“პირველის პრესკლუბში” კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მმართველი კომიტეტის წევრები: ანა ნაცვლიშვილი (საია), მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნები) და ნინო ელბაქიძე (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესის ხარვეზები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
NEW
სპორტის უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა, 14:00 საათზე კი ინსტიტუტის წინ არსებულ „ზებრა“ გადასასვლელზე ფლეშმობი გაიმართება სლოგანით „გამატარე!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები