აშშ-ში კერძო კომპანიამ მთვარეზე კოსმოსური აპარატის გაშვების უფლება მოიპოვა

ამერიკულმა კომპანია Moon Express-მა მთვარეზე კოსმოსური აპარატის გაშვების უფლება მოიპოვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მისიას აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭირა.
კომპანია Moon Express-ს იმედი აქვს, რომ ის პირველი კერძო მთვარემავლის – Google Lunar X-Prize-ის პრიზს მოიგებს, რომელიც 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს ჯილდო კომპანიას გადაეცემა, რომელიც მთვარეზე კოსმოსურ აპარატს დასვამს, შემდეგ აპარატი დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე 500 მეტრს გაივლის და დედამიწაზე მაღალი ხარისხის ვიდეოს გადასცემს.
კონკურსში მონაწილეობის განაცხადი 17-მა კომპანიამ შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები