3 აგვისტო

09:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
10:30
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
ჯანდაცვის პრესკლუბში „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პარტიის წინასაარჩევნო ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაში განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროს დღევანდელი გამოწვევები. მათ შორის – პროგრამების არახარჯთეფექტურობა, მიღებული სერვისების დაბალი ხარისხი, უკონკურენტო გარემო და გაზრდილი ფასები. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). საკონტაქტო პირი: ნათია ნარმანია 568 27 24 24
11:00
“პირველის პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
პოლიტოლოგი და ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30
“პირველის პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
სანდრო ბრეგაძე და საინიციატივო ჯგუფის წევრები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ცსკო-დან საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა დოკუმენტი,რომ დანიშნოს რეფერენდუმი ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების ასაკრძალად.საინციატივო ჯგუფის საგანგებო განცხადება და ულტიმატუმი პრეზიდენტს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“ახალი მემარჯვენეები” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აიღებენ არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციის მოწმობას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–13 კმ. საკონტაქტო ნომერი: 599552949
14:00
NEW
“თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონულ ოფისში “ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თინათინ რევაზიშვილი, რომელიც პარტიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებს კურირებს პარტიის აღმასრულებელ მდივანთან – თამარ კეკენაძესთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს, ბავშვების და მათ მშობლებს შეხვდება. მისამართი: “თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის ოფისი, ძნელაძის ქ.#1
16:00
სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართება ბრიფინგი, სადაც მოხდება მრავალპარტიული შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება ეხება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე პოლიტიკურ საქმიანობაში, დემოკრატიული სტანდარტის დაცვას. ხელმომწერი მხარეები იქნებიან საქართველოში მოქმედი 15-მდე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჯგუფის ინციატივას მხარს უჭერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები