ასტეროიდზე, რომელიც დედამიწას ემუქრება, ნასამ ზონდი გააგზავნა
ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ სპეციალური კოსმოსური ზონდი გაუშვა ასტეროიდზე, რომელიც დაახლოებით 200 წლის შემდეგ დედამიწას განადგურებით ემუქრება.
ასტეროიდი „ბენუ“ დედამიწის ორბიტას ყოველ 6 წელიწადში ერთხელ კვეთს. პრობლემა ის არის, რომ ის დედამიწას სულ უფრო მეტად უახლოვდება. თუ „ბენუ“ დედამიწას შეეჯახება, ეს 1 მილიონ 800 ათასი ბირთვული აფეთქების სიმძლავრის დარტყმა იქნება. დედამიწის მოსახლეობა ამ დარტყმის შემდეგ ვერ გადარჩება. ნასას კოსმოსურმა ზონდმა ასტეროიდზე ქანების სინჯები უნდა აიღოს. მისი მეშვეობით კოსმოსური სააგენტო კოსმოსურ სხეულზე მეტ ინფორმაციას შეაგროვებს.