ამერიკელი მეცნიერები „ზიკას“ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოცდას იწყებენ

ამერიკელი მეცნიერები „ზიკას“ ციებ-ცხელების წინააღმდეგ ვაქცინის გამოცდას იწყებენ. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ აცნობა. ფაუჩის ინფორმაციით, ვაქცინის შექმნა ძალზე წარმატებულად მიმდინარეობს და ცდების დაწყება 2-3 კვირაში იგეგმება. მასში 80 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენ უნდა დავადგინოთ, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ადამიანისთვის“, – განაცხადა ფაუჩიმ.
მეცნიერის განცხადებით, 2017 წლის დასაწყისში “ზიკას” ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, მზად იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები