“რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს ოფიციალურად დღეს დატოვებენ

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დღეიდან ოფიციალურად დატოვებენ.
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა.
ხიდაშელის მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე შეასრულებს.
ზაქარეიშვილისას კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
„რესპუბლიკელი“ მინისტრის მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები