“რატომ ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის ოჯახის წევრი ხელშეუხებელი უნდა იყოს”

დევნილთა და განსახლების მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ ითვლება საქართველოში ისე, რომ პრეზიდენტის ოჯახი უნდა იყოს ხელშეუხებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას განუმარტა. 
”არა ერთი შემთხვევა იყო, როცა აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ოჯახის წევრები, გოგონები რამდენჯერმე დააკავეს სიმთვრალეზე თუ ავტომობილის მართვის წესების დარღვევაზე. ეს იმ ქვყენაში ჩვეულებრივად აღიქმება და რატომ არის, რომ ჩვენ ქვეყანაში ნებისმიერი პრეზიდენტი – იქნება ეს სააკაშვილი, შევარდნაძე თუ ვინმე სხვა, მათი ოჯახის წევრი უნდა იყოს ხელშეუხებელი?! მგონია, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორი უნდა ვიყოთ და არავინ, არც პრეზიდენტმა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკუთარი განცხადებებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე “ერთი თვის წინ” სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის მცდელობა” იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები