კახი კალაძე – მალე გორთან ახლოს ქარის პირველი ელექტროსადგური აშენდება

მხოლოდ კეთილდღეობა, მუხლჩაუხრელი შრომა და განვითარებული, მშვიდობიანი ქვეყნის შექმნა არის ყველა პრობლემის მოგვარების საწინდარი, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გორში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას ერთი საერთო ოცნება აქვს და ეს მშვიდობიანი ცხოვრებაა. “ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების განვითარებაზე. ძლიერი, მდიდარი რეგიონები საწინდარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების”, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მალე საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური აშენდება და ის ხალხს მოემსახურება.
“გორთან ახლოს შენდება საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური – ეს იქნება დამატებითი სამუშაო ადგილები, ეს იქნება დამატებითი საინტერესო ტურისტული ზონა. ეს იქნება კონკრეტულად ქართლის, გორის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები