კახა კალაძე: 8 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, ეს არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების”, ეს იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება

8 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, ეს არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” გამარჯვება, ეს იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება, – ასე მიმართა შიდა ქართლის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას ვიცე – პრემიერმა კახა კალაძემ, რომელმაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

“მე მჯერა 8 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, ეს არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” გამარჯვება, ეს იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება”, – აღნიშნა მან.
კახი კალაძემ სიტყვით გამოსვლისას 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. “რამდენიმე დღეში ისევ გავიხსენებთ 8 აგვისტოს. გორმა ბევრი სისხლი და ტკივილი ნახა და ამიერიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობაა”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები