საკადრო ცვლილებები მერიაში – გახდება თუ არა ირაკლი ლექვინაძე “ქართული ოცნების” სიის წევრი

დედაქალაქის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ შესაძლოა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გადაინაცვლოს, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კი „ქართული ოცნების“ სიის წევრი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

რაც შეეხება თბილისის მერის მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების ადგილზე დასახელებულ კანდიდატებს, მათთან დაკავშირებით განხილვა საკრებულოში მომავალ კვირას იგეგმება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. იგი დარწმუნებულია, რომ ამ თანამდებობებზე მის მიერ წარდგენილ კანდიდატებს საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, დასახელებული კანდიდატები – გიგა ნიკოლეიშვილი, ნატო ქიტიაშვილი, გიორგი უკლება და ირაკლი ხუცურაული, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

„ყველა მათგანი თბილისის მერიაში მუშაობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვიცით მათი აქტივობა, გამოცდილება და შესაძლებლობები. სწორედ ეს გახდა საფუძველი აღნიშნულ თანამდებობაზე მათი წარდგენის. მე ვფიქრობ, რომ საკრებულოს უმრავლესობა მათ კანდიდატურებს მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები