მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს სექსი ახალგაზრდებზე არანაკლებ უყვართ

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანების ლიბიდო ყოველთვის არ მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში სექსის მიმართ ინტერესი პენსიონერებში პირიქით, იზრდება, ვინაიდან მათ პირადი ცხოვრებისთვის მეტი თავისუფალი დრო აქვთ.
მეცნიერებმა რამდენიმე საიტი შეისწავლეს, სადაც ზოგიერთმა მომხმარებელმა აღიარა, რომ ასაკის მატებასთან და ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად მათ სექსს თავი დაანებეს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ხანდაზმულ ადამიანებს სექსის სურვილიც და შესაძლებლობაც შენარჩუნებული აქვთ. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ხანდაზმული ადამიანები უფრო ხშირად სექსუალური ექსპერიმენტების მომხრეები ხდებიან. ანუ რიდი, რაც მათ ახალგაზრდობაში გარკვეული შეზღუდვის მიმართ ჰქონდათ, ამ ასაკში უქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები