28 ივლისი

09:00
ევროპის ფონდი გამართავს საერთაშორისო კონფერენციას: „სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის გაუმჯობესება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჭრილში: საქართველოსა და მოლდოვას გამოცდილება“. მისამართი: სასტუმრო რუმსი, თბილისი, კოსტავას 14
09:00
NEW
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:30
“პირველის პრესკლუბში” დევნილთა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI-ს კვლევები; დასაქმების არარეალური მაჩვენებლები და კონკრეტული ინიციატივა რეგიონებში განსხვავებულ საგადასხადო გადასახადების შემოღებაზე; დევნილთათვის ბინების გადაცემის საკითხი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასამართლო სისტემა და მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
“პირველის პრესკლუბში” ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალიკო ცინცაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რას ამტკიცებს გრაკლიანის აღმოჩენა და მისი კავშირი გრაალის თემასთან. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
“პირველის პრესკლუბში” კალათბურთელ ლუკა ბულაშვილის მამა, ლევან ბულაშვილი და კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი კახა შენგელია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, „ფონდ 5+11-ს“ და ესპანურ კლუბ „სასკო ბასკონიას“ შორის გაფორმებული ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ბოლო დროს საზოგადოების განხილვის თემა გახდა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
ემზარ ჯგერენაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა და NDI-ს კვლევები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
13:00
“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს, სადაც საბავშო მხატვრულ ლიტერატურაში ინცესტის ნიშნების არსებობას გააპროტესტებს და ასაკობრივი ცენზურის დაწესებას მოითხოვს. მისამართი: ი. ხვიჩიას 17. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
16:00
NEW
თბილისის საქალაქო სასამრთლოში, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდომარე გიორგი პაპუაშვილის მიმართ სადავო ქონებაზე სასამართლო სხდომა განახლდება. მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6. საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე 599 291202

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები