ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების თარიღი ამ დრომდე უცნობია

   ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების თარიღი ამ დრომდე უცნობია. მეზღვაურების ინფორმაციით, დღეს სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს და ხელშეკრულება გაფორმდეს, რომლის მიხედვითაც, გემის გაყიდვის შემდეგ, მეზღვაურებს ხელფასის დარჩენილი ნაწილი აუნაზღაურდებათ. მეზღვაურების ინფორმაციით, გემი რუმინელ გემთმფლობელს ჩამოერთვა და პორტს გადაეცა. 4 ქართველი მეზღვაური ამ დროისთვის ისკენდერუნის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება. საგარანტიო ხელშეკრულების მიღების შემდეგ მეზღვაურები საქართველოში, სავარაუდოდ, თვითმფრინავით გამოფრინდებიან, ტრანსპორტირების ხარჯებს კი თურქეთში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები