„პაპუაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს, აღმასრულებელი ხელისუფლება დააკავშიროს პროკურატურასთან“

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ჭრილშია გადაზრდილი, რაც სრულიად გაუგებარია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს, აღმასრულებელი ხელისუფლება დააკავშიროს პროკურატურასთან.
”პაპუაშვილის განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ჭრილშია გადაზრდილი და ეს სრულიად გაუგებარია. მე ვფიქრობ, ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულწილად დააკავშიროს პროკურატურასთან, თითქოს ჩვენ გვაქვს რაიმე ზეგავლენა. ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც ერთი პიროვნება იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი, ჯიბეში ედო პარლამენტიც, საკონსტიტუციო სასამართლოც, პოლიციაც და ჯარიც”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები