პუტინი: რუსეთს ყოველთვის აქვს პოზიტიური დამოკიდებულება ცეცხლის შეწყვეტის მიმართ

რუსეთს ყოველთვის აქვს პოზიტიური დამოკიდებულება ცეცხლის შეწყვეტის მიმართ, რის გამოც გამოვიდა ასეთი [სააღდგომო ზავი] ინიციატივით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის დადებითად ვართ განწყობილი ზავის მიმართ, ამიტომ გამოვედით ასეთი ინიციატივით. უფრო მეტიც, ჩვენ ვსაუბრობთ აღდგომის ნათელ დღეებზე – ეს არის დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის. ასე მოხდა ამ დღეებში კათოლიკეებისთვის, პროტესტანტებისთვის და მართლმადიდებლებისთვის“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები