ნუკრი ქანთარია: რაიმე ხიფათი რომ არ მოხდეს, დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება

„ქართულ ოცნებას“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალურად მაღალი პროცენტი და ამომრჩევლის მხარდაჭერა სჭირდება, რათა არავის მიეცეს საბაბი, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერპრეტაციის განცხადებები აკეთოს. ამის შესახებ „კვირას“პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკუთარ პოზიციაში გაურკვეველი ამომრჩევლის რაოდენობა დიდი არ არის.
„არ მგონია, რომ ამომრჩეველი ჩამოუყალიბებელია და არ იცის, საპარლამენტო არჩევნებში ხმა რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა მისცეს. საკუთარ პოზიციაში გაურკვეველი ამომრჩეველი არსებობს, მაგრამ მათი რაოდენობა დიდი პროცენტი არ არის. უბრალოდ, ქვეყანაში არსებობს ამომრჩეველი, რომელმაც საკუთარი არჩევანი იცის, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს, რადგან ამის გახმაურება საჭიროდ არ მიაჩნია. თუკი ვინმე გაურკვევლობაშია, 8 ოქტომბრამდე ისიც ჩამოყალიბდება. რაიმე ხიფათი რომ არ მოხდეს, მაქსიმალურად მაღალი პროცენტი და დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რათა არავის მივცეთ საბაბი, რომ განცხადებები აკეთოს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები