თინა ხიდაშელი: თუკი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, პროკურატურაში უნდა მივიდეს

“არავის ათავისუფლებს ვალდებულებისგან, თუკი ის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, პროკურატურაში უნდა მივიდეს”, – ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე მოსამართლეთა პროკურატურაში დაბარებას.
ამასთან, ხიდაშელის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ ადამიანთა ერთ ჯგუფს საგამოძიებო ორგანოების მიმართ უნდობლობა ჩამოუყალიბდა.
“დიდი ხანია ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სამართალდამცველებს არ ვენდობით – ხან ერთი ჯგუფი არ ვენდობით, ხან – მეორე. ეს რაღაც ჩვეულებრივ ამბად იქცა, მაგრამ ეს არავის ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ თუკი ის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, პროკურატურაში მივიდეს. შემიძლია ჩემი მაგალითი გავახსენო ყველას:
„2012 წელს, არჩევნების წინ, ზუსტად ვიცოდი, რატომ მიბარებდნენ აუდიტის სამსახურში, ამოცანები და მიზნები რა იყო, მაგრამ არცერთი წუთით მოგელაძესთან დაკითხვაზე მისვლაზე უარი არ მითქვამს. ასე რომ, ეს სწორი დამოკიდებულება არ არის, განსაკუთრებით სახელმწიფოს ასეთი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. პირველ რიგში, მათ ინტერესშია, თუნდაც იმის დამტკიცება, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში რომ ვთქვათ, მათი უნდობლობა არის სწორი. თუ ისინი არ მივლენ, საკუთარ მიზანს ვერასოდეს მიაღწევენ. პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მისვლა, ზეწოლა არ არის – ეს იმდენად აბსურდია, რომ არ ვიცი, რა ვთქვა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები