უსუფაშვილი პრეზიდენტს, პრემიერს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებს სამუშო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს, პრემიერს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს სთავაზობს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში შეიქმნას სამუშაო ვითარებაში შეხვედრების ფორმატი.
უსუფაშვილი მიიჩნევს,რომ ეს ინსტიტუტების თავისუფლად მუშაობისა და საკითხების პოლიტიზების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალია.
„ვთავაზობ ბატონ პრეზიდენტსაც, ბატონ პრემიერ-მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში რაღაცნაირად შევქმნათ სამუშაო ვითარებაში შეხვედრების ფორმატი. ანუ ხელისუფლების ხუთივე შტო, რომელიც ვიმსჯელებთ ინსტიტუციურ გარემოზე პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, ინსტიტუტების თავისუფალი მუშაობისთვის, ეს საშუალებას მოგვცემს საკითხებს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სპეკულაციები და პოლიტიზება. საჭიროა პოლიტიკური პროცესებისადმი რაც შეიძლება მაღალი ნდობის უზრუნველყოფა და ამისთვის ჩვენ – ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუკი რაიმე კითხვაა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცეს მას პასუხი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები