„ნაცმოძრაობის“ ძლიერი მხარე თარიღები არ არის, მათი მხრიდან დაანონსებული ბევრი თარიღი გვინახავს და ახლაც იგივე იქნება, 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნებიც მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობაც თავის აზრს გამოხატავს და საქართველოშიც ცხოვრება გაგრძელდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სისხლის სამართლის დანაშაულზე პირდაპირი, ხმამაღალი მოწოდებებია.
“მათი სტილია – რაღაცას დაანონსებენ, მუხტს აწევენ, შემდეგ ადგილს გაეცლებიან, დაიმალებიან და მოსახლეობას შეატოვებენ ხოლმე დაპირისპირების კერას. ალბათ, იგივე სცენარს ვიხილავთ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ. ამიტომ აქ პროგნოზების გაკეთება ყველასთვის მარტივია. ისინი ემზადებიან – არჩევნების ჩასაშლელად. არჩევნებისთვის ემზადებიან არა იმიტომ რომ მონაწილეობა მიიღონ, არამედ იმიტომ რომ ჩაშალონ“, – განაცხადა მახაშვილმა.