ირაკლი კობახიძე – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი, დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი, დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კურსდამთავრებულებისთვის შარშან საპილოტე რეჟიმში წარმატებით განხორციელდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტი.
„გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. მთლიანობაში არის გამოცხადებული 3 147 ვაკანსია და ინტერესი არის ძალიან მაღალი. უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი. დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება. თითოეულ სტაჟიორს მინდა, წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.