ირაკლი კობახიძე: აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად – ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში

ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად.

„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ეფექტიანობის ხარისხი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და შსს ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველა მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები