“ეუთო/ოდირის მოწვევა სწორი გადაწყვეტილებაა. ასმაგი იქნება ზეწოლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღეთ, რადგან არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის მხრიდან ითქვა, რომ რასაც ეუთო/ოდირი იტყოდა, დაადასტურებდნენ, მაგრამ დასკვნა არ მოეწონათ და ნახეთ, ორგანიზაციის წინააღმდეგ რა სახის ბულინგი იყო. ზეწოლა ასმაგი იქნება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღეთ, რადგან არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს. ორგანიზაციისგან ვითხოვთ ერთს, აღქმები არ იყოს, დარღვევებზე საუბრისას მტკიცებულებები მოიტანონ. მათი მოწვევის მიზანია, რომ დასამალი არაფერი გვაქვს. სჯობს, არჩევნებზე კიდევ ერთი თვალი იყოს. თვითმმართველობის არჩევნებს უმაღლესს დონეზე ჩავატარებთ და ვინმეს რამე პრეტენზია თუ ექნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში განვიხილავთ, თუ მტკიცებულებები იქნება“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.