ირაკლი კობახიძე – გეკა გელაძეს მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს, ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება – წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გეკა გელაძეს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.
„მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – ბატონი გეკა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას მას დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში”, – განაცხადა პრემიერმა.