„ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები მორიგი უშედეგო რევოლუციისთვის ემზადებიან” – თენგიზ შარმანაშვილი
„ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები მორიგი რევოლუციისთვის ემზადებიან, მორიგი უშედეგო რევოლუციისთვის. მათ მუქარაზე ერთად გავიღიმებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას მწყობრი გეგმა არ აქვს.
“საქართველოში იმის რესურსი არ არსებობს, რომ ხელისუფლების დამხობა ძალადობით მოხდეს. კონსტიტუციის ფარგლებში ვინც შეიკრიბება, ამის უფლება აქვთ, მაგრამ თუ შეკრება კანონსაწინააღმდეგო სახეს მიიღებს, რეაგირება იქნება – ამისკენ ნაბიჯს ნუ გადადგამენ. ოპოზიციაში ბაკქანალია იმისთვის არის, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს – კარგად იციან, რევოლუციას ვერ მოახდენენ. ახლა ოპოზიციაში შორის დოღია – ვინ დაიკავებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილს. ვინც ამ ადგილს დაიკავებს, „დიფ სთეითისგან“ დაფინანსებას ის მიიღებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.