კესელოს ციხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, სოფელ ომალოში მდებარე კესელოს ციხის შემადგენელი ერთ-ერთი კოშკის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, ამ დროისათვის მიმდინარეობს სარეაბილიტაციო კოშკის დაშლის პროცესი, რის შემდეგაც იგი პირვანდელი სახითა და წყობით აღდგება და კესელოს ციხე სრულად იქნება რეაბილიტირებული.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ: სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ტიკურიშვილი და არქიტექტორ-რესტავრატორი ნიკოლოზ ზაზუნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები