27 ივლისი

11:00
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური სუბიექტის – „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი ხათუნა ლაგაზიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გიორგი პაპუაშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზეწოლასთან დაკავშირებით; საარჩევნო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო
11:30
 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:00
NEW
“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაახლებენ ქუჩის კამპანიას – “თავისუფლება ჯარისკაცებს”. პარტიის ლიდერები ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას და მოუწოდებენ თავისი წვლილი შეიტანონ სამხედროების გათავისუფლებაში.
10:30
“რუმს ჰოტელში”, NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს.
10:30
“პირველის პრესკლუბში” “სამართლიანი არჩევნების” იურისტი ნინო ლომჯარია და “ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი ბაია პატარაია ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თემა: შვიდი თვის განმავლობაში მოკლული ათი ქალი; შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა და სპეციალური განცხადება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ პრესკონფერენციას გამართავს. მის: თურქეთის რესპუბლიკის საელჩო, ჭავჭავაძის გამზ. №35
11:00
“პირველის პრესკლუბში” ფრაქცია “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
“პირველის პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემა: მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელებული ზეწოლა, პრეზიდენტის განცხადებები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: კოსტავას ქ. 68. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
14:00
NEW
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება“. მისამართი: საქართველოს ეროვნული ბანკი, სანაპიროს 2, მე-5 სართული
19:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილისა და “ურბანული იდეების ლაბორატორიის” ინიციატივით, საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში არქიტექტორ – ურბანისტ ანა კინწურაშვილის საჯარო ლექცია თემაზე – “საბჭოთა მიკრორაიონის ტრანსფორმაციის სტრატეგიები” გაიმართება. მის: თავისუფლების N2
19:00
NEW
ვარდების ბაღში, გაიმართება ღონისძიება: “შეხვედრა ფერეიდნელებთან”. შეხვედრას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრება. მისამართი: აღმაშენებლის 73

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები