მდინარე რიონში 20 წლის გოგონა დაიხრჩო

მდინარე რიონში 20 წლის გოგონა დაიხრჩო. მომხდარს შსს-ში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თვითმხილველების განცხადებით, გოგონა მეგობრებთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა და დაახლოებით ორ კილომეტრში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს და ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები